пятница, 8 апреля 2016 г.

BMW M5 G-Power M5 Hurricane RR


  G-Power კომპანიას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია BMW-ს სპორტულ-მოდერაციულ განყოფილებაში, ისინი წელიწადში 10 000-ზე მეტ ავტოს ამზადებენ.
კომპანიის ისტორია 1968 წელს იწყება, როდესაც მამა-შვილმა გრომიშებმა რომლებსაც პატარა ავტო-გასამართი სადგური ქონდათ გადაწყვიტეს დაეწყოთ ავტომობილის ტუნინგი. BMW-ზე მუშაობა მათ 1971 წელს დაიწყეს, რასაც თვლიან კომპანიის დაარსების თარიღად.
1973 წელს გახდნენ კომპანია Alpina-ს გენერალური წატმომადგენლები თავის რეგიონში, მათი თანამშრომლობა 10 წელი გრძელდებოდა.
1983 წელს კომპანიამ გახსნა თავისი განყოფილება და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ როგორც "G-Power GmbH".
  G-Power-ს აქვს რამოდენიმე მსოფლიო რეკორდი, მათშორის შექმნილი BMW M5 G-Power M5 Hurricane RR რომელიც 2010 წელს ყველაზე სწრაფი სედანი გახდა.
G-Power Hurricane RR: წინა ვერსისგან განსხვავებით რომელიც იყო Hurricane RS ვერსია ამჟერად RR გააჩნია უფრო დიდი სუპერჩარჯერები. რა საკვირველია მისი ძრავი გალხავთ მსგავსად სტოკი M5 ისა V ტიპის 10 ცილინდრიანი. ასევე ამ ვერსიაში შეცვლილია პორშინებიც და აყენია MAHLE უმაღლესი ხარისხის პორშინები რომლებიც გახლავთ კოვანი პორშინები, ანუ გამომწვარი პორშინები, რომლის წნეხვაც შემცირებულია და გაუმჯობესებულია მისი მექანიკური სიმყარე. აყენია რკინის ეგრედ წოდებული გალოვკის პრაკლადკა, ეს იმისთვისა საჭირო რომ ძრავში იქმნება უდიდესი წნევა რის შედეგადაც ჩვეულებრივი პრაკლადკა ვერ უძლებს და აპარებს. ხოლო რკინის პრაკლადკა ამ პრობლემას აგვარებს. ეს ძრავი ჯამში 800 HP ეს ანუ ცხენის ძალას 7500 იდან 8000 ბრუნვის მომენტზე. და რა საკვირველია 800 ნიუტონზე.RR ვერსია აჩქარებას 0 დან 100 მდე ცოტა მეტ დროს ანდომებს – 4.2 წამი. თუმცა შემდეგ 0 დან 200 მდე ეს ავტომობილი აჩქარებას (აქსელერაციას) ახდენს: 10.9. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი გახლავთ 372.1 კილომეტრი საათში რაც მთელი 21 კილომეტრი საათით მეტია ვიდრე ბრაბუსი. 372 კილომეტრი საათში ამ მანქანის გარდა ჯერ ჯერობით მსოფლიოში არცერთ სედანს არ განუვითარებია. მაშასადამე ეს გახლავთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სედანი. ანუ 4 კარიანი ავტომობილი. ასევე იმუშავეს აერო დინამიკაზეც. მისი წინა მორბედი გამოიმუშავებდა 730 HP ეს ხოლო ეს 800 შესაბამისად საჭირო გახდა უკეთესი აერო დინამიკა ამის მისაღწევად დამატებულია უკანა სპოილერი, მანქანის გვერდითა კარის ქვედა კანტები. და ბამპერების ქვედა სპოილერები. კაპოტი, ჭერი, და საბარგული კარბონის გახლავთ რაც ხელს უწყობს წონის კლებას. მანქანაზე აყენია 20 დიუმიანი სილვერსტოუნის დისკები. სალონმაც განიცადა რეკონსტრუქცია და მიიღო ახალი კარბონის პანელები. კარებებზე, დაშბორდზე, და ასე შემდეგ რაც კიდევ წონის კლება. ავტომობილის რული შეკერილია სპეციალურად ამ მანქანისთვის შეკვეთით რომელიც დაამზადა Kjerba Nappa.  მისი კოლოფი გახლავთ 7 იჩქარიანი SMG.  ასევე აღსანიშნავია მისი სამუხრუჭე სისტემა რომელიც უახლოესი ტექნოლოგიებითა შექმნილი და არის რეგულირებადი. ანუ თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ აბს ის ეფექტურობა მაგალითად ქალაქში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება აბს სისტემა რომელიც შეგვიძლია მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვამუშაოთ, მაგალითათ ტრეკზე ჩვენ არ გვინდა აბს გვჭირდება მხოლოდ მცირე ზომით რათა არ მოგვაცუროს ჩვეულებრივმა მუხრუჭმა შეგვიძლია ესეც დავარეგულიროთ. ასევე მანქანაზე აყენია G-Power ის სპორტული დაკიდება რომლებიც მოიცავს როგორც ზამბარებს ასევე ამორტიზატორებს. რომლებიც ასევე რეგულირებადია.
წყარო:ucnauri.com

Комментариев нет:

Отправить комментарий