среда, 22 июня 2016 г.

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი


                                                                  E21
                

დავიწყოთ სულ ძველით, E21-ით. უფროსი თაობის წარმომადგენლები ამ BMW-ს დანახვისას შეიძლება ცრემლადაც კი დაიღვარონ. მოქნილი ფორმატი, BMW-ს მოყვარულისთვის ზედგამოჭრილი ფორმები და მთელი მაშინდელი სულისკვეთება. ეს მანქანა თითქოს გვეუბნება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 70-იან წლებშიო. 70-იანებში კი, იცით, როგორ იყო? მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რომ მანქანას დიდი საფერფლე ჰქონოდა. სულაც საწყისი, საბაზო მოდელი 316 რომ ნახოთ, ერთი წამითაც არ დაგეუფლებათ ისეთი განცდა, რომ რამე გაკლიათ. მისი კაპოტის ქვეშ გამოცდილ-გამობრძმედილი 4-ცილინდრიანი მუშაობს, რომელიც ნორმალ-ბენზინს სვამდა.იმის გამო, რომ უძველესი ”მესამე სერია” მხოლოდ ერთ ტონაზე ოდნავ მეტს იწონის, 90 ცხენის ძალაც კი საკმარისია. მანქანა გაზის მიცემაზე სპონტანურად რეაგირებს, გულიანად მიიწევს წინ და რაც უფრო იმატებს ბრუნების რაოდენობა, მით უფრო სოლიდურად მიქრის. თუმცა, იმატებს ხმაურიც, რასაც დღეს, პირველ რიგში ავტობანზე შეამჩნევთ. საკმარისია, 21-ე საუკუნეში ამ მანქანით ტრასაზე შეუბერო, რომ ხელი გადაცემათა კოლოფის ბერკეტისკენ ძალიან ხშირად გაგექცევა, რათა მეხუთე სიჩქარეში გადართო, მაგრამ ამაოდ - ამ ”სამიანს” მეხუთე არ აქვს. შესაბამისად, ისღა დაგრჩენია, რომ მეოთხედან ამოგდებული ისევ მეოთხეში ჩააგდო, ან გახალისდე და მესამეში გლიჯო, რათა მეოთხე უფრო მუღამიანად დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ხუთსიჩქარიანიც გამოდიოდა, მაგრამ გაცილებით ძვირი ღირდა. ამ ეგზემპლარს კი, რომელიც 1980 წელსაა გამოშვებული, მეხუთე არ აქვს.E30

ახლა კი დროა, E30-ში გადავჯდეთ, რაც 80-იან წლებში გადანაცვლებას ნიშნავს: ამ მანქანაში უკვე ძალიან საქმიანი გარემოა. მძღოლის სამუშაო მაგიდის ლანდშაფტი გაცილებით დახვეწილია და აღარ არის ისეთი უსწორმასწორო, როგორც წინამორბედში. სამაგიეროდ, შენარჩუნებულია კომპაქტური სედანის ყველა პლუსი ისე, რომ მძღოლმა და მგზავრებმა სივრცის ნაკლებობაზე არ იწუწუნონ. ოღონდ ეს მხოლოდ სალონის წინა ნაწილს ეხება, უკანა სავარძელზე ჯდომა კი, განსაკუთრებით შორ გზაზე, არცისე სასიამოვნო ამბავიაM20-ექვსცილინდრიანი ძრავა, რომელიც BMW-ს კლასიკური ავტოპარკის ამ სატესტო მოდელს უდგას, ნეიტრალურ რეჟიმში მუშაობის დროსაც კი გულს გაგითბობს. პირველში ჩაგდებისა და გაზის მიცემის მერე კი, თავიდან მძიმედ იწყებს თავის საქმეს და მხოლოდ 3500 ბრუნიდან იგრძნობა სიცოცხლე, როგორსაც BMW-სგან ველოდებით
E36

ოცა 1990 წელს მესამე ”სამიანი” გამოვიდა, კომპაქტურ სედანში 6-ცილინდრიანი ძრავა ჯერ კიდევ თემა იყო. სწორედ ესაა მისი პლუსი! ჩვენ განკარგულებაშია 1999 წლოის სატესტო მოდელი, რომელსაც 170-ცხენისძალიანი, 2,5-ლიტრიანი ძრავა უდგას. ეს ძალიან მაგარი მოტორია! მართალია, დრო სჭირდება იმას, რომ წინამორბედის შემდეგ მის ინტერიერს შეეგუო, მაგრამ როგორც კი ადგილიდან მოწყდები, მხოლოდ ერთი სრუვილიღა გრჩება: რაც შეიძლება ხშირად წაავლო ხელი ბერკეტს, გადართო, გადმორთო და შარაგზებზე ისიამოვნო ამ ავტომობილის გამორჩეული სავალი ნაწილით და მწკრიული 6-ცილინდრიანის ავლადიდებით.
წყარო:autobild.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий