Ringbrothers–მა SEMA–ში შეკრებილ საზოგადოებას 1965 წელს გამოშვებული Ford Mustang Fastback SPLITR წარუდგინა. სემა ავტო შოუზე ეს გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მოდელი, რომელსაც ძველებური კლასიკური სტილი და ასევე თანამედროვე ხასიათიც გააჩნია. ექსტერიერში ავტომობილს დიოდის განთება და სპორტული ბამპერები გააჩნია, რასაც თანამედროვე სპორტული დისკები ერთვის, ინტერიერში კი მონიტორიანი წინა პანელი, საჭე და სხვა დეტალებიც შედარებით თანამედროვეა და საკმაოდ განსხვავდება სტანდარტულისაგან. Tremec–ის 6 საფეხურიან მექანიკურ გად. კოლოფი Ford Racing 427–ზე, ანუ 7 ლიტრიან ძრავაზეა გადაბმული, რომელსაც განახლებული დეტალები და MSD Atomic საწვავის მიწოდების სისტემა გააჩნია. აღსანიშნავია სპორტული დაკიდება, საბარგულზე მოთავსებული სპოილერი და სპეციალური წითელი საღებავი, თეთრი ზოლებით, რაც Mustang–ისტებს ძალიან მოეწონებათ
p.s. მართლაც საკმაოდ საინტერესო მოდიფიკაციაა რომელმაც დანახვისტანავე მიიპტრო ჩემი ყურადღება, და ინტერესიც გამოწვია, დღეს შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას და გადავწყვიტედამეწერა ამ შესანიშნავ ავტომობილზე
Комментариев нет:
Отправить комментарий