пятница, 8 июля 2016 г.

Lamborghini Aventador SV Roadster.


Lamborghini Pebble Beach-ის შოუმდე, ოფიციალურად გვთავაზობს Aventador Super Veloce Roadster-ის პირველ ფოტოებს და მცირე ინფორმაციას. ავტომობილი კუპეს ინდენტურია, თუ არ ჩავთვლით შავი ფერის პანელებს, რომლებიც ერთად 10 კილომდე იწონიან და ღია სახურავს, რომელიც V12-ის საოცარი ხმით დატკბობის კიდევ ერთი გარანტია. რაც შეეხება ვიზუალს სხვა აეროდინამიკური დეტალები, როდსტერს კუპეს მსგავსი აქვს, ისევე როგორც ტექნიკური მახასიათებლები. ეს იმას ნიშნავს რომ მიმზიდველი სუპერქარის უკანა ნაწილში 6.5 ლიტრიანი, ატმოსფერული V12 გახლავთ მოთავსებული, რომელსაც 750 ცხენისძალა და 690 ნიუტონმეტრი გააჩნია. ეს უკანასკნელი 7 საფეხურიან ISR გად. კოლოფზეა გადაბმული, რომელიც სრულ სიმძლავრეს AWD სისტემას აწვდის, რაც 1575 კილოგრამი მასის მქონე ლამბოს, 0-100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს შეადგენს.





Комментариев нет:

Отправить комментарий