კლასიკური მასლქარი რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, კომპანია Classic Recreations–ის, კერძოს CR Supercars განყოფილების მიერ არის შექმნილი, რომელიც SEMA–ს ავტო შოუზე წარდგა როგორც CR1 Camaro. 1969 წელს გამოშვებულ Camaro–ს აღნიშნულმა კომპანიამ რესტავრაცია ჩაუტარა და ამასთანავე ახალი დეტალებიც შესძინა, ისეთები როგორიცაა მსუბუქი მასალისგან დამზადებული ძარის დეტალები, უკანა სპოილერი, წინა ბადე და სხვა. პროექტში Eddie Motorsports–ის ხელიც ურევია, რომელმაც ალუმინის და ნიკელის დეტალები შექმნა, ხოლო კომპანია BASF Glasurit–მა, ლეგენდარულ Camaro–ს ახალი ლურჯი საღებავი შესძინა. CR Supercars–მა სტანდარტული ძრავა ცნობილი LS7–ით შეცვალა, რომელიც 505 ცხენისძალას გამოიმუშავებს და 6 საფეხურიანი Tremec–ის მექანიკური გად. კოლოფით უკანა ამძრავს მიეწოდება. ავტომობილი მართლაც რეტრო–კლასიკური სტილის არის, თუმცა მის შიგნით თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსე დეტალები იმალება. მოკლედ რომ გითხრათ 18 დიუმიან დისკებთან ერთად, CR1 Camaro–ს რეგულირებადი დაკიდება და 6 დგუშიანი Wilwood's–ის წარმოების სამუხრუჭე სისტემა აქვს.
пятница, 8 июля 2016 г.
კიდევ ერთი მონსტრი SEMA–ს ავტოშოუდან

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий