воскресенье, 27 марта 2016 г.

AMG

 ტუნინგ კომპანიის ისტორია
  დასახელებაში AMG - პირველი ორი ასო “A“ და “M“ წარმოადგენს დამფუძნებლების გვარების პირველ ინიციალებს, რაც შეეხება მესამე ასო “G“-ს ეს არის შტუტგარტის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის სადაც დაფუძნდა კომპანია AMG, Großaspach დასახელების პირველ ასო.
  
კომპანია AMG დაარსდა 1967 წელს, მერსედსე-ბენცის ყოფილი ინჟინერების ხანს ვერნერ აუფრეხტის და ერხარდ მელხერის მიერ. კომპანიის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების “ტუნინგი“.
  
1999 წელს კომპანიის აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler, ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში.
  
იწერება. Hans-Werner Aufrecht და Erhard Melcher, ორიისტორიკოსიდა AMG (ეი ემ ჯი), ეს გახლავთ მთავარი კოზირი Benz-ის ისტორიაში. როდესაც ჰანსი მუშაობდა დინამომეტრის დახვეწაზე ბენცის კონკრეტულ მოდელ 300SE-ზე, ის შეხვდა მელჩერს, მელჩერს იმ დროისთვის დამთავრებული ქონდა კოლეჯი, ხოლო მათი ინტერესები ერთმანეთს სრულიად დაემთხვა, მათ შეიმუშავეს ახალი შეფრქვევის სისტემა 300SE მოდელისთვის, მათ შეცვალეს შეფრქვევის სისტემა პირდაპირი შეფრქვევით, ისინი მუშაობდნენ დღე და ღამე, რადგან ეს პროექტი განეხორციელებინათ ფარეხში, რომელიც მდებარეობდა Grossaspach-ში, რაც შემდგომ იმით განვითარდა, რომ ეს ორი ადამიანი მიბრძანდა 1967 წელს Daimler-Benz-თან, რის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდებოდა ბრენდი AMG, ეს ინიციალები Aufrecht, Melcher და Grossaspach-ის პირველი ასოებისგან შედგება. მათ პირველი დიდი წარმატება 1971 წელს 300SEL 6.8 AMG-იმ მოუტანათ, რომელსაც ზედმეტსახელად „Red Pig“ ქვია.  დიდი წონის გამო ავტომობილს პრობლემები ქონდა საბურავების მხრივ, ასევე საჭიროებდა საწვავით ხშირ გამართვას, მიუხედავად ამისა მან 1971 წელს მაინც შეძლო მოეგო 24 საათიანი ტურნირი, მოგვაინებით კი ევროპის საავტომობილო ძარის ტურნირის (ETCC) ჩემპიონიც გახდა.
   



1976 წელს ბრენდი გაფართოვდა, შექმნა ძალიან ბევრი სამომავლო პროექტი, ხოლო 1986 წელს ლეგენდარულ ავტომობილად წოდებული მოდელი 300E შექმნა, 5.8 V8 ტიპის ძრავით, რომელიც ჯამში 385HP გამოიმუშავებდა. ამ ავტომობილს ზედმეტსახელად „The Hummer“ (ჩაქუჩი) ეწოდა. ის 305კმ/სთ- ანვითარებდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი სისწრაფე იყო. 1991 წელს AMG-იმ დეტალური განხილვა და სერჩევა დაიწყო მერსედესის ინჟინერებთან ერთად, მერსედესის სხვადასხვა მოდელებისთვის, ხოლო 1993 წელს შექმნა ლეგენდარული C36 AMG- მოდელი, რომელიც 3.6 ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა და 280HP- გამოიმუშავებდა, ეს ავტომობილი მეტად მოკრძალებული მოდელი გახლდათ, ის 0-დან 100-მდე 6.7 წამში ჩქარდებოდა, რასაც ამომავალი წერტილი ეწოდა მერსედესის მიერ. მისი დებიუტი 6 წლის შემდეგ, 1999 წელს მოხდა. AMG-ის წამყვანი როლი მიენიჭა დაიმლერის მიერ და Mercedes-AMG GmbH ეწოდა. ამავე დროს შეიქმნა ძრავი 5.5 AMG, რომელიც 2006 წელს მიიღო მერსედესმა ოფიციალურად, რომელსაც მიენიჭა კოდი M156 და მისი კუბატურა 6,208cc შეადგენდა. ეს ძრავი ოფიციალურად ჩაეშვა არმოებაში და ამავე წელს გამოვიდა პირველი SLK 55 AMG Black Series მოდელი, მას მოყვა CLK AMG Black Series, შემდეგ SL 65 AMG Black Series, C63 AMG Black Series და SLS AMG Black Series.SLS AMG Coupe კი 2010 წელს გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც იყო ახალი სტილი წარმოებაში, ის 6.2cc ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით აღიჭურვა ცხადია და ასევე სეიქმნა მისი Roadster ვერსიაც და რაც მთავარია, ლეგენდარული GT3, ასევე GT ვერსია და Black Series ვერსიაც. მერსედესი მუშაობს არაერთ პროექტზე და რაც მთავარია, მისი სლოგანია „Driving Performance“

Комментариев нет:

Отправить комментарий