воскресенье, 27 марта 2016 г.

Ford Mustang

ფორდ მუსტანგი, ავტომობილი,  რომელიც ლეგენდად იქცა და გაუძლო ყველა ეპქოის მოთხოვნებს.
  თავდაპირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია — თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიარბორნში, მიჩიგანიფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის, ფასისა და წარმადობის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა.
  1964 წელს მუსტანგს დიდი რეკლამა გაუწია ჯეიმს ბონდძე გადაღებულმა ფილმმა გოლდფინგერი.ავტომობილის ფასი 2368 დოლარით განისაძღვრა რამაც ხელი შეუწყო მისი გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს. 
ფორდი წარმოების დაწყების პირველივე წელიწადს, დაახლოებით 100 000 ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა, მაგრამ სინამდვილეში მან მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. რაც დიდი წარმატების მაუწყებელი იყო.
  
პირველი თაობის მუსტანგი, 1964 წლიდან, 1966 წლამდე იწარმოებოდა. იგი იყო პირველი ნამდვილი სპორტული ავტომობილი, რომელიც ოდესმე შექმნილა ამერიკაში. მას სპეციფიური დიზაინი ჰქონდა, ავტომობილის კორპუსი დააგრძელეს, უკანა მხარე კი გააფართოვეს. ეს მუსტანგები გარკვეულწილად განსხვავდებოდნენ მოგვიანებით შექმნილი მოდელებისგან. ამ დროის მანძილზე იგი სხვადასხვა ტიპის ძრავებით აღიჭურბა დაწყებული 2.8 ლიტრანი v6 ძრავით დამთავრებული 4,7 ლიტრიანი v8-თი. მოდელი ორ ვარიანტში იყო ხელმისაწვდომი; მსურველს შეეძლო აერჩიათ კუპე ან კაბრიოლეტი. მისი საბურავების ბაზა 108 დიუმიანი იყო და აღიჭურვა V8 ტიპის ძრავით.




1974 წლიდან 1978 წლამდე უკვე მუსტანგის მეორე თაობის ჯერი დადგა. ოპეკის მიერ დაწესებულმა ნავთობის ემბარგომ და მწვანეების გამოხტომებმა, რომლებიც გარემოს დაბინძურებას აპროტესტებდნენ, შედეგად ის მოგვცა, რომბენზინიჭამიაძრავები გარდაიქმნა მოკრძალებულ, ეკონომიურ და ეკოლოგიურ ძრავებად. თუმცა, ფორდმა მაინც არ დაწყვიტა გული ფანებს და გამოუშვა 5.0 ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი მუსტანგი. 

1979 წლიდან მუსტანგმა ფორმა იცვალა და ნამდვილი საზიზღობა გახდა, მესამე თაობა 1993 წლამდე გამოდიოდა და სრულიად განსხვავდებოდა ულამაზესი პირველი და მეორე თაობებისგან. ვფირობ ეს ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო ფორდის ისტორიაში, მანქანა საერთოდ არ გავდა წინა თაობის ლამაზ მოდელებს.

  

საბოლოოდ ვერც მეოთხე თაობის მუსთანგმა დაუბრუნა ძველი დიდება ფორდს, იგი დიდად არ განსხვავდებოდა მეოთხე თაობისგან. 1994-2004წ.

2005 წელს ფორდმა შეძლო და აღადგინა ძველი მუსტანგის იერი. მეხუთე თაობის მუსტანგი გამოირჩეოდა თავისი სიმძლავრით, სილამაზით და მისაღები ფასებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий