воскресенье, 27 марта 2016 г.

Mercedes-Benz W140



რსედესის ლეგენდარული ბიზნეს კლასი.

  1991 წელს W126 W140 მა ჩაანაცვლა რომლის პირველი ეგზემპლარი კომპანიამ 1991 წლის 6 აგვისტოს გამოუშვა. როგორც მისი წინამორბედი W140 იც გამოირჩეოდა სტილით და დიზაინით თუმცა მისი მთავარი ხიბლი დიზაინი არ იყო რადგან ის კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე გახლდათ. W140 3 კატეგორიად იყოფოდა გრძელი, შედარებით მოკლე და კუპე რომელთა 8 წლიანი წარმოების შემდეგ სულ 432,732 ეგზემპლარი გაიყიდა.
  
რაც შეეხება მის თანამედროვეობას დავიწყოთ იმით რომ მას ჰქონდა ნავიგაციის სიტემა, ორმაგი შუშა, თვით დახურვადი საბარგული და კარებები, თვით ჩაკეტვადი და აწევადი შუშები ავარიის დროს, პარკინგ კონტროლი და გათბობის სისტემა რომელიც ძრავის ჩაქრობის შემდეგაც კი აძლევდა მგზავრს გათბობის ან გაგრილების საშუალებას და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი პირველად ამ ავტომობილში იქნა ჩაყენებული.  



ავტომობილი1991-1999 წლამდე გამოდიოდა, აღსანიშნავია ძრავების დიდი არჩევანიც 2.8L 197 hp (147 kW) I6 ---- 3.2L 228 hp (170 kW) I6 ----- 4.2L 275 hp (205 kW) V8 ------ 5.0L 315 hp (235 kW) V8 ------ 6.0L 408 hp (304 kW) V12 (1991–1993) ------ 6.0L 389 hp (290 kW) V12 (1994–1999) ----- 3.0L Turbodiesel 177 hp (132 kW) I6 ------ 3.5L Turbodiesel 148 hp (110 kW) I6.  გადაცემათა კოლოფი იყო 3 ვარიანტის 4-speed automatic ასევე 5-speed automatic და 5 საფეხურიანი მექანიკა.
  უსაფრთხოების მხრივ ეს ავტომობილი მართლაც გამორჩეული იყო. მასში გამოყენებული იქნა ახალი სამუხრიჭე სისტემა, რომელიც გაცილებით ეფექტური იყო და ამცირებდა სამუხრუჭე მანძილს. გვერდითი უსაფრტხოების ბალიშები და ა.შ.
  უნდა აღინიშნოს რომ ეს მოდელი იმ დროისთვის ერთ ერთ საუკეთესო ბიზნეს კლასის სედანს წარმოადგენდა.
  თუმცა ეს ყველაფერი მას ხელს არ უშლიდა სპორთული ხასიათის გამოვლენაში.
 








   

Комментариев нет:

Отправить комментарий