понедельник, 28 марта 2016 г.

MAZDA RX-8

საინტერესო და პრეტენზიული სპორტული ავტომობილი.

   Mazda RX-8 ეს არის ეგრეთწოდებული sport car რომელსაც მაზდა 2003-2012 წლამდე აწარმოებდა. იგი მაზდამ საზოგადოებას პირველად ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო მოროშოუზე წარუდგინა. ის იყო მემკვიდრე RX-7, და როგორც მისი წინამორბედი ისიც Wankel-ის ძრავზე მუშაობდა. RX-8 წარმოადგენს 4 კარიან კუპეს რომელიც აღჭურვილია, 1.3 ლიტრიანი non-turbo როტორული ძრავით. იგი გამოდის სხვადასხვა ტრანსმისიით, 4-6 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით და 5-6 სიჩქარიანი მექანიკურ გადაცემათა კოლოფით. ძრავი 191-250 ცხენისძალამდე გამოიმუშავებს.
  უნდა აღინიშნოს რომ მანქანა საკმოდ ეფექტურად გამოიყურება, დიზაინრებს მართლაც ბევრი უშრომიათ ამ მანქანის როგორც ინტერიერიზე ისე ექსტერიერზე. მანქანა საკმაოდ მსუბქია (1373კილოგრამო).
  აღსანისნავია რომ ამ ავტომობილის ყველაზე სუსტი წერტილი მისი ძრავია, რომლის გამოც მისი შეძენისგან ბევრი ადამიანი იკავებს თავს. 1.3 ლიტრიანი ვინკელის როტორული ძრავი საკმაოდ ბევრ ბენზინს მოიხმარს (20ლიტრამდე), ასევე ძეავი საკმაო რაოდენობით ზეტს "ჭამს",  უნდა აღინიშნოს რომ ძრავი საკმაოდ მცირე რესურსიანია 100000-150000 კილომეტრამდე, თუმცა სწორი ექპლუატაციის პირობებში გაცილებით მეტსაც ძლებს.
  ქართველი მომხმარებელიც სწორედ ამ ყველაფრის გამო ვერ რისკავს მის ყიდვას. ქართულ ფორუმებზეც უამრავი სტატია დადებულა ამ თემის ირგვლივ, რის შემდეგაც ბევრ ადამიანს გადაუფიქრებია აბ მანქანის შეძენა. დამეთანხმებით რომ 1.3 ლიტრიანი მანქანა რომელიც 20 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ზეთსაც ჭამს ნამდვილად არარის კარგი შესანახი, ყველაზე დიდი პრობლემა კი რის გამოც ამ მანქანის შეძენაზე უარს ამბობენ ეს არის ხელოსნების სიმცირე. სულ რამდენიმე ხელოსანია რომელიც ამ ძრავს სრულყოფილად აწყობს და ისიც თბილისში. ძრავის აღდგენაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ის 1500-2000$ ჯდება.
  Mazda RX-8 ეს არის მანქანა რომელსაც მოფრთხილება ჭირდება, ყოველდღიურად უნდა შეამოწმოთ ზეთი ძრავში, და  სახლიდან გასვლამდე მისი ძრავის გახურებაც არ უნდა დაგავიწყდეთ.  



  საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა rx-8-ში სხვა მოდელის ძრავებს შეხვდენით, საქართველოში საკმაოდ გავრცელდა მასში BMW-ს 1,8 ლიტრიანი ძრავის ჩადგმა, რომელიც ყოველგვარი გარეგნული გადაკეთების გარეშე შევიძლია ჩავდგათ. ეს გაცილებით იაფი დაგვიჯდება ვიდრე როტორული ძრავის განახლება, თანაც ეს ძრავი გაცილებით მეტს გაივლის ვიდრე განახლებული ძრავი. 
  არვიცი საქართველოში აქვს თუ არა რომელიმე rx-8-ს მაგრამ მასში საკმაოდ კარგად მიდის Honda-სK20Z4 ძრავი. რომელიც არც ისე იაფია თუმცა მაცილებით დიდხან გაძლებს ვიდრე მაზდას როტორული ძრავი, და გაცილებით სწრაფადაც გატარებთ ვიდრე BMW-ს 1,8-ანი. მისი შეძენა ebay-ზე 56000 გარბენით 2500$ მდე დაგიჟდებათ. 





  პ.ს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ნამდვილად არ არის იმ ადამიანების მანქანა, რომლებსაც მისი მოვლა არ უყვარს. მანქანის ძრავზე კი დაწვრილებით მომდევნო პოსტებში დავწერთ.


Комментариев нет:

Отправить комментарий