понедельник, 28 марта 2016 г.

Drift-ის ისტორია

დრიფტი მსოფლიოში  ერთ ერთი ყველაზე საინტერესო სპორტი ავტომოყვარულთათვის


მოსრიალება – მხოლოდ გაუთვალისწინებელი საგზაო შემთხვევა არ არის. ბევრისათვი იგი ადრენალინის დიდი დოზის ტოლფასია, ზოგიერთისათვის კი _ სპორტის სახეობა ალბათ ვისაც ავტომობილი ყავს, ყველას უყვარს თავისუფალ გზაზე დრიფტების კეთება. განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მანქანის მოსრიალება ძალზედ იოლია და ეფექტურადაც გამოიყურება – საბურავქვეშიდან გამოტყორცნილი ყინულის და თოვლის ნაკადი. დრიფტები ყოველთვის უყვარდათ ჰოლივუდში – დღეს იძვიათია კინო, მის გარეშე. სამაგიეროდ, ავტოსპორტში, მყარ საფარველზე მან ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა: ლამაზია, რა ტქმა უნდა, მაგრამ ქულებს სიჩქარეზე ანიჭებენ! იშვიათობას ალბათ გრუნტი ან თოვლი წარმოადგენს, სადაც გვერდით მოსრიალებას დამატებითი დამუხრუჭება უზრუნველყოფს და უფრო სწრაფად მოხვევის საშუალებასაც იძლევა. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ მოსრიალება სპორტის სახეობად მოგვევლინებოდა – მას სახელად დრიფტინგი ეწოდება.
დრიფტინგი – ძალზედ უცნაური სპორტია, თუნდაც იმიტომ, რომ გასამარჯვებლად არავისთვის გასწრება არ არის საჭირო. აქ მთავარია იმოძრავო არა სწრაფად, არამედ ლამაზად – თანაც მოსრიალების კონტროლირებად ჩარჩოებში. სპორტის სახეობად დრიფტინგი დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა არსებობის რა თქმა უნდა გაციელბით დიდი ხანია არსებობს. პირველი დრიფტერები დაახლოებით 30 წლის წინ იაპონიაში გამოვლინდნენ. All Japan Touring Car Championship – კონკურსში მონაწილეობდა მრბოლელი სახელად კუნიმიცუ ტაკახასი (Kunimitsu Takahashi). შეჯიბრებში იგი ძალზედ კარგად გამოიყურებოდა და სახელი გაითქვა არა მხოლოდ გამარჯვებებით, არამედ სტილითაც – მას მოსახვევების გავლის საკუთარი ტექნიკა ჰქონდა. მოსახვევთან მიახლოებისას ტაკახასი ავტომობილით მცირე მაგრამ ეფექტურ დრიფტს ასრულებდა. ამ ეფექტს საბურავებიდან ამოტყორცნილი თეთერი ბოლი ამძაფრებდა. ამის წაყალობით, მოსახვევიდან გამოსვლისას მას საკმაოდ მაღალი სიჩქარე ჰქონდა შენარჩუნებული. დღეს ეს ფინტი აღარ გაჭრის – თანამედროვე “წებოვან” ზებზე სარბოლო საბურავებით ავტომობილის მოსრიალება
   
დრიფტერებისათვის Nissan Silvia — საკულტო ავტომობილია.
მოგვიანებით იგივე ტექნიკა იაპონიის ქუჩის-რეისერებმაც გადაიღეს. ყველაზე პოპულარული მათ შორის გახლდათ კეიიჩი ცუტია (Keiichi Tsuchiya), რომელმაც ეს ტექნიკა მტაგორიანი გზებისთვისაც დახვეწა. 1977 წელს მას თავისი პირველი ვიდეო-რგოლი გაავრცელა. მასზე აღბეჭდილი იყო როგორ სრიელბდა ორი მოკრძალებული ტოიოტა მთიან ველებზე. ფილმმა ბევრი აღაფრთოვანა და ავტორის ირგვლივ ერთგვარი ჯგუფიც შეიკრიბა. თუმცა მხოლოდ 11 წლის შემდეგ, 1988 წელს კეიიჩ ცუტიამ მოახერხა პირველი შეჯიბრის მოწყობა დრიფტერებისათვის.
დღეს მსოფლიოში უამრავი მოყვარულთა შეჯიბრი იმართება დრიფტინგში. პროფესიონალური ძალზედ იშვიათია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია – D1, იგი 2000 წელს კეიიჩი ცუტიამ და ჟურნალმა – Option – ერთობლივად დააარსეს. ამავე ჟურნალის დახმარებით მოახერხა იაპონელმა მრბოლელმა პირველი დრიფტინგის ორგანიზება. D1 -შეჯიბრის საყურებლად 20 ათასი ადამიანი იყრის თავს. მსგავსი რბოლა აშშ-შიც იმართება და მას Formula D-ქვია.
   მთავარია – არა გასწრება, არამედ უფრო ლამაზად მოძრაობა.
მაშ რას წარმოადგენს დრიფტინგი დღეს? რბოლა საკმაოდ უსწორ-მასწორო გზებზე მიმდინარეობს. გამარჯვებული, როგორც უკვე მრავლად არინიშნა, ის ხდება ვინც ყველაზე “ლამაზად” ჩაატარებს მას. თითქოს ყველაფერი ძალზედ მარტივია – რაც უფრო დიდია მოცურების კუთხე და სიჩქარე, ქულებიც მაღალია. კლასიკური შეფასებისათვის გამოიყენება სპეციალური ამზომები. მაგალითად, Racelogic Driftbox – იგი GPS-ნავიგატორისა და სამი აქსელელრატორისაგან შედგება. მოწყობილობა მოცურებისას წინა და გვერდით სიჩქარეებს ზომავს. ასევე, გასრიალების კუთხეს და სიჩქარეს. შეფასებოსას ასევე, გამოიყენება უამრავი სხვა “დამატებითი” ფაქტორიც – მაგალითად, სანახაობრივი მხარე. რაც უფრო მეტია საბურავების ადენილი ბდღვირი, მეტ ქულას იღებს მონაწილე. თუ მრბოლელი, მტვერში და კვამლში გახვეული დიდი სიჩქარით სანტიმეტრებში ჩაუქროლებს ზღუდეს, მოპოვებული ქულები გაცილებით მაღალი იქნება.
   

მოპოვებული ქულების რაოდენობა დრიფტინგში დამოკიდებულია არა მხოლოდ სიჩქარეზე და მოსრიალების კუთხეზე, არამედ სანახაობრივ მხარეზეც.
რბოლა ორ ნაწილად იყოფა – “ტანსუ”, საკვალიფიკაციო (ინგლ. chase run) და “ცუისო”, ფინალური (ინგლ. chase attack). პირველ ნაწილში ავტომობილები მარტონი ურტტამენ ტრასას კრუგებს. შემდეგ დაგროვილი ქულების მიხედვით შეირჩევა 16 საუკეთესო მრბოლელი და მერე იწყება ყველაზე საინტერესო. დარჩენილი მონაწილეები იყოფიან წყვილებად და ასრულებენ “სადუელო” მოძრაობებს. ისინი ერთმანეთის კვალდაკვალ იწყებენ სიარულს, თანაც ორივეს აქვს საშუალება წინა პოზიციაზე ყოფნისა. “დამწევის” მოვალეობაში არ შედის წინის გადასწრება, მთავარია უფრო ლამაზი ტრიუკები აჩვენოს მაყურებელს, თუმცა თუ მაინც მოასწრო წინ გასვლა ისიც გვერდითი მოსრიალებით იგი ავტომატურად გამარჯვებულად ცხადდება. მაგრამ თუ “ცეპლენიით” ჩვეულებრივი გასწრებას დააპირებს, მაშინათვე წაგებულად ითვლება.

Комментариев нет:

Отправить комментарий