среда, 30 марта 2016 г.

ისევ Mustang-ი ?!

1962 წელს ქეროლ შელბიმ დააარსა კომპანია "Shelby American",რომელიც,თავდაპირველად მაღალი ხარისხის ავტონაწილებსა და (ცალკეული პირებისათვის) მოდიფიცირებულ ავტომობილებს აწარმოებდა..2 წლის შემდეგ კი "ფორდთან" გააფორმა ხელშეკრულება,რის საფუძველზეც შეიქმნა "მუსტანგის" ბაზაზე აგებული უმძლავრესი ავტომობილები - Shelby GT350 და Shelby GT500..ამასთანავე,"Shelby American" კვლავ აწარმოებდა ძრავებს ამერიკის ბაზრისათვის,რისი ნათელი მაგალითიცაა AC Cobra,რომლის გულშიც "შელბის" მიერ დაპროექტებული "ფორდის" V8 მძვინვარებდა..კომპანია წარმატებულად ჩაერთო რბოლებში და მრავალი ტიტულიც მოიპოვა..შელბის ფურორი შედგა 1965 წელს,როდესაც მსოფლიო სპორტული ავტომობილების კლასში ყველა მოწინააღმდეგე უკან ჩამოიტოვა..მომავალ წელს "შელბისა" და "ფორდის" წარმატებულმა კამპანიამ ლე მანის 24-საათიან რბოლებშიც იჩინა თავი - ლეგენდარულმა Shelby Daytona-მ პირველი ადგილი არავის დაუთმო..AC Cobra

Shelby Daytona
1965-66 წლებში გამოდიოდა "შელბის" ყველაზე პატარა და მსუბუქი GT350 მოდლები..მათი 28% შეღებილი იყო "უიმბლდონის" თეთრი საღებავით,რომელსაც მთელ სიგრძეზე გასდევდა ლურჯი ზოლები..ისინი აღიჭურვნენ 4.7-ლიტრიანი (271ცხ.ძ) და ამავე მოცულობის მოდიფიცირებული 306-ცხენისძალიანი ძრავებით..1965 წლის GT350 არ იყო გათვლილი მშვიდი,კომფორტული მგზავრობებისათვის..სპეციალურად რბოლებისათვის აიგო GT350R,რომელიც სავსებით ემორჩილებოდა SCCA (ამერიკის სპორტული ავტომობილების კლუბი) წესებს..ამ წელს სულ წარმოებულ იქნა 562 ერთეული..1966 წლის GT350 მეტი კომფორტით იყო გამორჩეული..ოპციებში შედიოდა უკანა სავარძლები და (სურვილისამებრ) ავტომატური ტრანსმისია..გაფართოვდა მისი ფერთა გამა..ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდა..


                                  Shelby GT 350

1967 წელს შეიცვალა "შელბი მუსტანგის" სტილი - ის უფრო მკაცრი და დაკუნთული გახდა..უმძლავრესი Shelby GT500 355 ცხენისძალას გამოიმუშავებდა,თუმცა არსებობდა მასზე ძლიერი (ლიმიტირებული) ვერსიაც - Cobra GT500-KR (King Of The Road),რომლის დებიუტი 1968 წლის თებერვალში შედგა,მის კაპოტქვეშ კი 335 ცხენისძალიანი V8 იყო მოთავსებული..თანდათანობით ავტომობილი გახდა კომფორტული,ამასთანავე მძიმეც,რამაც ბევრი რამ დააკარგვინა კონკურენტუნარიანობის პროცესში..

                                  1967 Shelby GT 500



Shelby GT500 ELEANOR სპეციალურად დამზადდა ჰოლივუდური ბლოკბასტერისათვის - "Gone In Seconds"..ფილმის გასვლის შემდეგ "ელინორის" გარშემო უდიდესი ინტერესი გაჩნდა..ეს კუნთმაგარი ავტომობილი იმდენად მოთხოვნადი გახდა,რომ ჩიპ პუზმა მისი მიკრო წარმოება დაიწყო..ყველა მათგანი აგებული იყო Mustang Fastback-ის ბაზაზე,ფასები კი 120.000$-დან იწყებოდა და 220.000$-სს აღწევდა..
  1969 წლის GT350-მა,ისევე,როგორც GT500-მა მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა და სიგრძეში 10 სმ-ით მოიმატა..იმავე წლის ზაფხულში ქეროლ შელბი უკვე აღარ იყო ჩართული "Shelby GT" პროგრამაში..ეს ნათლად აისახა ავტომობილებზეც..1970 წელს კი "ფორდთან" შეთანხმებით "Shelby American"-მა მასთან (ცისფერ ოვალთან) ურთიერთობა გაწყვიტა..
მიუხედავად იმისა,რომ Shelby GT-ის წარმოება შეწყდა,1971-72 წლებში მცირე რაოდენობით კვლავ იყიდებოდა მისი მარკის ქვეშ წარმოებული ავტომობილები,რომელთაც (მხოლოდ და მხოლოდ ევროპის ბაზრისათვის) ბელგიაში მდებარე "Shelby Europa" აწარმოებდა..


წყარო: driver.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий