понедельник, 28 марта 2016 г.

Rotor engine- როტორული ძრავი



 რა თქმა უნდა, რომ როტორული ძრავიც შიგა წვის ძრავებს განეკუთვნება.როტორული, იგივე Wankel ძრავის იდეა 1951 წელს, (არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ) გერმანელ ინჟინერს Felix Wankel-ს გაუჩნდა, რომელმაც 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, იდეა რეალობად აქცია და მსოფლიოს კიდევ ერთი, უახლესი ტიპის ძრავი აჩუქა. 1957 წელს ფელის ვენკელის მიერ შექმნილი 21 ცხენისძალიანი როტორული ძრავი წარმოებაში ჩაეშვა და დრო და დრო თავისი ადგილი დაიმკვიდრა, ავტო და სხვა მოძრავი საშუალებების ინდუსტრიაში.
  
დღეს ასეთ ძრავებს იშვიათად გამოიყენებენ, მისი ძირითადი მომხმარებელი კი იაპონური Mazda გახლავთ, რომლის RX მოდელები ცნობილია თავისი სპორტული მახასიათებლებით და სიმძლავრით.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 1950-60 წლებში როტორტულ ძრავებს იყენებდა ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან; Alfa Romeo, American Motors, Citroen, Ford, General Motors, Mercedes-Benz, Nissan, Porsche, Rolls-Royce, Suzuki და Toyota, თუმცა . . . დღეს ის რთული კონსტრუქციისა და არაპრაქტიკულობის გამო აზრს კარგავს. მისი არაპრაქტიკულობის ერთ-ერთი თანამედროვე მაგალითი ზემოთ ნახსენები ავტომწარმოებელი და მისი მოდელი RX-8 გახლავთ. სწორედ ამ ავტომობილს გააჩნია როტორული ძრავი, რომელიც სხვა ძრავებთან შედარებით ზეთის „ჭამით“ გამოირჩევა, რაც მის აუცილებელ შეცვლას საჭიროებს, ეს კი არც ისეთი იაფი პრობლემაა. 

მცირედით იმასაც გეტყვით, რომ Wankel ძრავი გამოიყენებოდა როგორც ავტო და მოტო ინდუსტრიაში, ასევე ავიაციაშიც, სადაც ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე არაგამართლებად საავიაციო ძრავად არის მიჩნეული.



Комментариев нет:

Отправить комментарий